პარტია საქართველოსთვის წევრები ითხოვენ საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში მიღებული ყველა სამთავრობო განკარგულება დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს. ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ რომ ქართული ოცნების ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ფასადურია. ოპოზიციის პასუხად მმართველი გუნდი პირობას დებს რომ მალე საზოგადოებისთვის ყველა სამთავრობო აქტი ხელმისაწვდომი იქნება. მათივე შეფასებით ქვეყანაში კორუფციის დონე მცირდება, რაც საქართველოს რეგიონში ლიდერ ქვეყნად აქცევს.