ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში 117-ე შეხვედრა იმართება. ქართული მხარე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას და უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესის შეჩერებას ითხოვს. ერგნეთში ბოლო შეხვედრა გასული წლის 13 დეკემბერს ჩატარდა, რომელზეც მთავარი განსახილველი საკითხი სოფელ კირბალის სალოცავთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა იყო.