საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან და ევროპული გაერთიანების წევრი ქვეყნების ელჩებთან პირველი შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან გაიმართა. ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრის შემდეგ ლევან ხაბეიშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა საუბრის მთავარი თემის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ელჩებთან ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი, საარჩევნო სამზადისი და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გეგმები განიხილეს. როგორც ოპოზიციონერმა პოიტიკოსებმა აღნიშნეს, 2024 წლის არჩევნები საქართველოს კურსს განსაზღვრავს, რაც კარგად ესმით საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყნის პარტნიორებსაც.