პარტია „მოქალაქეები“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე მეორე წელია, საპენსიო სესხებსა და პენსიონერების პრობლემებზე მუშაობენ და „ლიბერთი ბანკის“ ორი სახის სქემის შესახებ შეიტყვეს, როგორ იძარცვებიან პენსიონერები. მათ განმარტებით სარჩელი ეხება ეგრედწოდებულ ოვერდრაფტებს, რაც ყველაზე ძვირი საბანკო პროდუქტია, ბანკის თანამშრომლები კი პენსიონერებს არ უხსნიდნენ, რა საფრთხეებს შეიცავდა ამ პროდუქტით სარგებლობა.