მმართველი გუნდი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს. საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელი მორიგი შეხვედრა მიმდინარე კვირას ჩატარდება. თითქმის მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შეხვედრებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა ამავდროულად აცხადებენ რომ ქართული ოცნება 9 დათქმის შესრულებას სრულფასოვნად არ აპირებს. ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებულ მორიგ შეხვედრაზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების გაჟღერებას აპირებს. თავისმხრივ ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ხელისუფლება ისევე იმუშავებს 9 რეკომენდაციაზე, როგორც 12 - ზე იმუშავა. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან მორიგ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე.