გასული წლის განმავლობაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ე.წ. შავ სიაში კომპანიები, დაახლოებით 425-ჯერ დაარეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ შესყიდვების სააგენტომ ზოგიერთი კომპანია, სხვადასხვა ტენდერის პირობის დარღვევის გამო, ე.წ. შავ სიაში რამდენჯერმე შეიყვანა. ე.წ შავ სიაში მოხვედრის მიზეზად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება, ან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა სახელდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, მხოლოდ იანვრის თვეში, ე.წ. შავ სიაში ყველაზე მეტი - 16 კომპანია მოხვდა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განმარტავენ, შავ სიაში შესული კომპანიები, ახალ ტენდერში მონაწილეობას ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ. იმ კომპანიის შემთხვევაში კი, რომელიც შავ სიაში რამდენჯერმე სხვადასხვა თარიღით დარეგისტრირდა, ათვლა უახლესი თარიღიდან დაიწყება.