ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული წლის მე-4 კვარტალში საქართველოს 1 505 240 საერთაშორისო მოგზაური ეწვია და აქედან 269 411 ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით, 12.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს, პირიქით 1.4%-ით აღემატება. რაც შეეხება მთლიანად გასული წლის მაჩვენებელს, 2023 წელს საქართველომ ყველაზე მეტი ვიზიტორი სწორედ რუსეთიდან მიიღო. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანას რუსეთიდან 1 418 464 ვიზიტორი ეწვია. ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მთლიანად, 2023 წელს საქართველოში 7 072 220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელი პერიოდის მონაცემები 75.6% აღდა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 30.3%-ს შეადგენს. უწყების ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი 17.3%-ით გადააჭარბა. ჯამში, 2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული - 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.