საქართველო ექიმების რაოდენობით მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს, ხოლო ექთნების რაოდენობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2021 წელს, ექიმების 50%- ს ერიცხებოდა 1 500 ლარი და ნაკლები ხელფასი, 25%-ს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო 14%-ს 5 500 ლარზე მეტი. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდებოდა 2018-2020 წლებშიც. როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, 2021 წელს ქვეყანას 100 000 მოსახლეზე 606 ექიმი და 595 პროფესიულად აქტიური ექთანი ჰყავდა. „საქართველოს ექიმების რაოდენობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებელს, ხოლო ექთნების რაოდენობით − მნიშვნელოვნად ჩამორჩება, სადაც ერთ ექიმზე, საშუალოდ, 2-3 ექთანი მოდის; საქართველოში თითქმის თანაბარია ექიმებისა და ექთნების რაოდენობის შეფარდება, დაახლოებით, ერთი ექთანი − ერთ ექიმზე. მიუხედავად ექიმების საკმარისი რაოდენობისა, ჯანმო მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია მათი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომობა და კომპეტენცია“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.