საქართველო ღვინით თვითუზრუნველყოფის მხრივ მსოფლიოს 34 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა და საფარანგეთს უსწრებს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მიერ შედგენილ 2018-2022 წლების პერიოდის რეიტინგში წერია. კერძოდ, 2018-2022 წლების საშუალო მაჩვენებლით, საქართველოში ღვინის წარმოება ღვინის მოხმარების 182%-ს შეადგენს. პირველ ადგილზე ჩილეა, სადაც წარმოება ღვინის მოხმარების 629%-ია. ღვინით თვითუზრუნველყოფის ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, სადაც წარმოება შიდა მოხმარების მხოლოდ 1%-ია. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ბოლო კვლევით, საქართველო ვენახის სიმჭიდროვით მე-4 ადგილზეა, რითაც იტალიასა და საფრანგეთს უსწრებს. კერძოდ, ქვეყანაში 100 კაცზე 1,32 ჰექტარი, ანუ ერთ სულ მოსახლეზე 132 კვადრატული მეტრი ვენახია გაშენებული.