ევროკავშირის ელჩებმა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. შეხვედრის მიზანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მსჯელობაა. ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ელჩი, მათ შორის პაველ ჰერჩინსკი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილსა და პარტიის გენერალურ მდივანს პეტრე ცისკარიშვილს შეხვდნენ. განსახილველ საკითხებს შორის საქართველოს მიერ 9 დათქმის შესრულება და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო.
ეკონომიკის მინისტრი დელეგაციასთან ერთად დუბაიში იმყოფება, სადაც 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მონაწილეობს. ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ლიდერებს უთხრა, რომ საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა მდგრადობა წარსული ეკონომიკური კრიზისების მიმართ, შეინარჩუნა სტაბილურობა და მოკლევადიანი ღონისძიებების პარალელურად შექმნა ძლიერი ეკონომიკური საფუძვლები გრძელვადიანი განვითარების მიზნების მისაღწევად.