უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისა მხარდაჭერის შესახებ 95-ი მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტმა აშშ-ის სენატში რამდენიმე პროცედურული დაბრკოლება გადალახა. სენატმა ჯერ „დემოკრატი“ კანონმდებლის, პეტი მიურეის შესწორებას, შემდეგ კი კანონპროექტის განახლებული ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 66-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 33 წინააღმდეგი იყო. ეს კანონი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის დაცვის გაძლიერების ნაწილს აღარ მოიცავს, მას შემდეგ რაც თავდაპირველი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს.