აზერბაიჯანი და სომხეთი, საზღვარზე ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან - Palitra News

აზერბაიჯანი და სომხეთი, საზღვარზე ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან

2024-02-13 12:26:39+04:00

აზერბაიჯანი და სომხეთი, საზღვარზე ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად, აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. უწყების ცნობით, ადგილზე ასევე ორი სომეხი სამხედრო გაანადგურეს. აზერბაიჯანული მხარე მოკლულ სომეხ სამხედროებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასა და პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.