პარტია ლელო “ქართულ ოცნებას” ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვის სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, მწყობრი სისტემა შექმნას, რომელიც მხოლოდ ამ პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. მისივე განმარტებით, პირველ სამთავრობო სხდომაზე საზოგადოებამ მთავრობის თვითკმაყოფილება იხილა, რაც, როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, 11 ადამიანის გარდაცვალების ფონზე უადგილოა.