სავარაუდოდ, 16 თებერვალს, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების მიზნით პარლამენტში მორიგი შეხვედრა ჩატარდება და მას მმართველ პარტიასთან ერთად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას თითქმის მთლიანი ოპოზიცია აპირებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამავდროულად აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ 9 დათქმის შესრულებას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნულ შეხვედრაზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების გაჟღერებასაც აპირებს. კიდევ რას აცხადებენ ამასთან დაკავშირებით დეპუტატები.