აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, თეთრ სახლში იორდანეს მეფეს შეხვდა. ბაიდენმა და მეფე აბდულამ მოლაპარაკებები ოვალურ კაბინეტში გამართეს. ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მისაღწევად მუშაობს - აღნიშნული შეთანხმება, სავარაუდოდ, ღაზას სექტორში ბრძოლის მინიმუმ 6-ი კვირით შეჩერებას გამოიწვევს. ბაიდენის თქმით, შეთანხმების ძირითადი კომპონენტები „უკვე მაგიდაზეა" და შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს განხორციელდეს. იორდანეს მეფემ კი განაცხადა, რომ საჭიროა ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება.