ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს

2024-02-13 09:22:48+04:00

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს. ზელენსკიმ, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-დან 18-ტ თებერვლამდე გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. ასევე ლონდონში ვიზიტიც განიხილება. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარების პროცესსაც გეგმავს. ის ასევე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული შეთანხმების საკითხებზე ყურადღების გამახვილებასაც აპირებს.