ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინულ აქტივებს უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად გამოიყენებენ. მიღებული კანონის თანახმად, ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, წმინდა მოგების გამოყენება აეკრძალებათ და მათ რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები უნდა შეინახონ. ეს ეხება დაწესებულებებს, რომელთაც რუსეთის ცენტრალურ ბანკში 1 მილიონ ევროზე მეტი აქტივი აქვთ. ევროკავშირის შეფასებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 15 მილიარდი ევრო უკრაინისთვის დასახმარებლად შეიძლება გამოიყოს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ნებისმიერი მსგავსი მცდელობა უკანონო იქნება.