სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც ბრალდებული მალევე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა აღმოაჩინეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.