ცესკო-ს თავმდჯომარე საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა. რობინ დანიგანმა და გიორგი კალანდარიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარეს, რომელზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები ჩაატაროს. მხარეებმა ასევე ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოც მიმოიხილეს.