9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ სამუშაო ფორმატებში, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრები გრძელდება. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ შეხვედრებს არ ესწრება პარტია „ლელოა." რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობენ, მათ ხელისუფლების მიერ ევრორეკომენდაციების შესრულების მოლოდინი არ აქვთ. კითხვაზე-წარუდგენენ თუ არა მორიგ შეხვედრაზე ხელისუფლებას საკუთარ გეგმას, მათ ცალსახა პოზიცია აქვთ და ისინი აცხადებენ, რომ მმართველ ძალას სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიამ უკვე გამოუგზავნა და ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა".