სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლბთან შეხვედრებს აგრძელებს - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლბთან შეხვედრებს აგრძელებს

2024-02-13 09:16:42+04:00

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლბთან შეხვედრებს აგრძელებს. მიუხედავად ამისა, შეხვედრებს ბოიკოტს „ქართულ ოცნებასთან" ერთად, პარტია „საქართველოსთვის" წევრებიც უცხადებენ. გიორგი გახარიას გუნდისთვის სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული ერთობის პლათფორმის შექმნის იდეა და მთავარი მოტივი ბუნდოვანია და სწორედ ამიტომ, ისინი პრეზიდენტ ზურაბიშვილს უფრო მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებენ. ამ პოზიციის გამო, ხელისუფლების ოპონენტთა მეორე ნაწილი პარტია „საქართველოსთვის" წევრებს ამ შეხვედრებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მეტი დეტალის გასაგებად ისინი პრეზიდენტის რეზიდენციაში უნდა მივიდნენ.