ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება. ტრამპი, NATO-ს წევრებს რუსეთის აგრესიის წაქეზებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან. შარლ მიშელმა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპის უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება. „ნატოს“ გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები ყველას უსაფრთხოებას ანადგურებს. ტრამპის განცხადებას თეთრ სახლშიც გამოეხმაურნენ და ის შოკისმომგვრელად შეაფასეს.