რუსული მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა მოსკოვმა ლონდონის კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ, ბრიტანეთის 18 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილება ლონდონის მუდმივი კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ მიიღეს, რომლის ფარგლებშიც ბრიტანეთი რუსეთის დემონიზაციას ცდილობს და ანტირუსულ ნარატივს ავრცელებს. უწყების განცხადებითვე ერთ-ერთი მიზეზი, ბრიტანეთის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებაა. უწყება განმარტავს, სანქცირებულ პირებს შორის ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, წყალქვეშა ძალების მეთაური, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რამდენიმე პარლამენტარი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მოადგილეც არიან.