რუსეთის პრეზიდენტის ერევანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მოსკოვი სომხეთისგან გარანტიებს ელის, რომ ვლადიმერ პუტინს ჰააგის ორდერის საფუძველზე არ დააკავებენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სომხეთის საერთაშორისო წესდებასთან შეერთება, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კითხვაზე, დააკავებენ თუ არა პუტინს ერევანში ჩასვლის შემთხვევაში, პასუხისას აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირის დაკავებაზე გადაწყვეტილებას სომხეთის იურიდიული ინსტიტუტები იღებენ. ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობით გამოირჩევა. შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის 17 მარტს გასცა.