სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ბრალდებულმა 3 ტაილანდელი ქალი ბათუმში მოტყუებით ჩამოიყვანა... - Palitra News

სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ბრალდებულმა 3 ტაილანდელი ქალი ბათუმში მოტყუებით ჩამოიყვანა...

2024-02-12 19:25:21+04:00

სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა.