16 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელი მორიგი შეხვედრა ჩატარდება, რომელსაც მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ. თითქმის მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შეხვედრებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა ამავდროულად აცხადებენ რომ ქართული ოცნება 9 დათქმის შესრულებას არ აპირებს. ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებულ მორიგ შეხვედრაზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების გაჟღერებას აპირებს. თავისმხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი ოპოზიციას აკრტიკებენ და აცხადებენ რომ მათთგან რაიმე სახის ღირებული შეთავაზებების წარდგენას დიდად არ ელოდებიან. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.