მთავრობის პირველი სხდომა ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით - სხდომის წარმართვა ირაკლი კობახიძეს საპროტესტო აქციის პარალელურად მოუწია. მთავრობის ახალმა მეთაურმა სხდომაზე ყურადღება საკადრო ცვლილებებსა და კორუფციის პრობლემის აღმოფხვრაზე გაამახვილა. პრემიერ-მინისტრმა პრიორიტეტულ საკითხად ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად შესრულება, გადაწყვეტულებების ღიაობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა. რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ განახლებულ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, თემის დეტალებს ცარო კირვალიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში გავეცნობით.