„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ და ენმ-ის ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა რეზო ხარაზმა, ბათუმში გზისა და სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაზე ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ბათუმში ადლიის დასახლება მიტოვებულია და არ არსებობს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. პარტიის წევრების თქმით, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც პრობლემებს მოაგვარებს.