მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ონკოპაციენტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. მათ პრემიერ-მინისტრის სახელზე მთავრობის კანცელარიაში წერილი შეიტანეს და ირაკლი კობახიძეს მოუწოდეს, მისი მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ონკოპაციენტების პრობლემებზე იმუშავებს. როგორც ორგანიზაცია "კავშირი სიცოცხლისთვის" დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ განაცხადა, ონკოპაციენტები 2024 წლიდან ბევრ პრობლემას აწყდებიან ჯანდაცვის უწყებასთან ურთიერთობისას, რაც მათ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.