საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებელი მორიგი შეხვედრა დიდი ალბათობით 16 თებერვალს გაიმართება, რომელსაც მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც უნდა დაესწრონ. თითქმის მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შეხვედრებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა ამავდროულად აცხადებენ რომ ქართული ოცნება 9 დათქმის შესრულებას არ აპირებს. თავისმხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციას აკრტიკებენ და აცხადებენ რომ მათთგან რაიმე სახის ღირებული შეთავაზებების წარდგენას არ ელოდებიან. რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში