მთავრობის ადმინისტრაციასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა მოძრაობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქტივისტები პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დანიშვნას აპროტესტებდნენ. ისინი ხმაურით ცდილობდნენ, რომ ირაკლი კობახიძის მეთაურობით, მთავრობის პირველ სხდომასთან დაკავშირებით პროტესტი გამოეხატათ. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. სამოქალაქო აქტივისტების თქმით ირაკლი კობახიძეს არანაირი უფლება არ აქვს პრემიერმინისტრობის თანამდებობა ეკავოს, რადგან ის რუსული ინტერესების გამტარებელია.