რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ განახლებულ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან - Palitra News

რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ განახლებულ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან

2024-02-12 15:33:59+04:00

მთავრობის პირველი სხდომა ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით- დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებებისა და იმ პრინციპების შესახებ ისაუბრა, რომელსაც განახლებული სამთავრობო გუნდის მუშაობა უნდა ეფუძნებოდეს. პრემიერ-მინისტრმა პრიორიტეტულ საკითხად დასახელა ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად შესრულება, გადაწყვეტულებების ღიაობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. რა საკითხები განიხილა ირაკლი კობახიძემ განახლებულ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან