პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს, ოფიციალური წერილით მიულოცა - Palitra News

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს, ოფიციალური წერილით მიულოცა

2024-02-12 14:40:53+04:00

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, წერილი 9 თებერვალს გაიგზავნა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობით, სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტი სახელისუფლებო პარტიის წევრებმა გააკრიტიკეს.