ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში ქალაქი რაფაჰი დაბომბა. წარმატებული ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 2-ი მძევალი გათავისუფლდა. ქვეყნის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ისრაელი ბრძოლას იქამდე არ შეწყვეტს, სანამ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება. თავდაცის ძალების ინფორმაციით, გათავისუფლებული მძევლები არგენტინის მოქალაქეები არიან. 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი ჰამასმა 7 ოქტომბერს გაიტაცა. მძევალთა გათავისუფლებას არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი გამოეხმაურა - მან წარმატებული ოპერაციისთვის ისრაელს მადლობა გადაუხადა. ამავდროულად, „წითელი ნახევარმთვარის“ ინფორმაციით, რაფაჰში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე 130 ადამიანი რჩება - ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ მათ შორის გარდაცვლილებიც არიან.