ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰს დაარტყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, გასულ კვირას ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ისრაელმა სანდო გეგმის გარეშე, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს, რაფაჰში ოპერაცია არ უნდა დაიწყოს. მანამდე, რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ისრაელი გააფრთხიილა, რომ რაფაჰზე თავდასხმა კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რაფაჰზე ისრაელის სამხედრო თავდასხმას საშინელი შედეგი მოჰყვება.