რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილმა აქცია გამართა - Palitra News

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილმა აქცია გამართა

2024-02-12 09:15:15+04:00

“არ დაანგრიო რესპუბლიკური” - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მედ-პერსონალის ნაწილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია ჩაატარა. პროტესტის მონაწილეები ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავენ და უცვლელ მოთხოვნას აჟღერებენ - გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება საავადმყოფოს დანგრევასა და კოლექტივის დაშლასთან დაკავშირებით. მედპერსონალი ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებასაც, რომელშიც აღნიანულია, რომ საავადმყოფოს თანამშრომლებზე კონპენსაციების გაცემა დაიწყო. მათთვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული პირობები ისევ მიუღებელია.