"ტოიოტა ცენტრი თეგეტას" განახლებული, კონცეპტუალური ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცვლილებები ახალი კონცეფციის დანერგვას ითვალისწინებს, რაც სრულად მომხმარებლის კომფორტსა და მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურებას გულისხმობს. გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად დედაქალაქში ტოიოტა კავკასიისა და ტოიოტა ევროპის წარმომადგრნლები საგანგებოდ ჩამოვიდნენ. "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" იაპონური ბრენდის დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი 2014 წელს მიიღო. მიმდინარე წელს კი დაარსების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.