რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ე.წ სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ორველაშვილისა და იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული გოგიტა ორველაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, გოგიტა ორველაშვილის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს. გამოძიების ინფორმაციით, რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად ხუთ პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ოთხი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა. ორივე მათგანი პოლიციამ 9 თებერვალს დააკავა