ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტაივანის სრუტის თავზე რვა ჩინური საჰაერო ბუშტი აღმოაჩინეს - Palitra News

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტაივანის სრუტის თავზე რვა ჩინური საჰაერო ბუშტი აღმოაჩინეს

2024-02-11 14:08:18+04:00

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რვა ჩინური საჰაერო ბუშტი აღმოაჩინეს, რომლებმაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტაივანის სრუტე გადაკვეთეს. უწყების მტკიცებით, აქედან ხუთმა პირდაპირ კუნძულის თავზე გადაიფრინა. ტაივანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჰაერში ჩინეთის გაზრდილი აქტივობა საფრთხეს უქმნის საავიაციო უსაფრთხოებას და არის ფსიქოლოგიური ომის მცდელობა. ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბუშტები განკუთვნილია მეტეოროლოგიური კვლევისთვის და ამის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება არ უნდა მოხდეს.