გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ფილიპ ლაზარინის განცხადებით, მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში, მათი შტაბ-ბინის ქვეშ „ჰამასის“ გვირაბი იყო განთავსებული. მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლებას პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოსთვის გვირაბის შესახებ ოფიციალურად არ უცნობებია. ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ ღაზაში ასობით მეტრის სიგრძის გვირაბის ქსელი აღმოაჩინეს , რომლის ნაწილი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის ქვეშ გადიოდა. მედიის ინფორმაციით გვირაბი, რომელიც, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 700 მეტრი სიგრძის და 18 მეტრის სიღრმის იყო, რამდენიმე ოთახისგან და საოფისე ფართისგან შედგებოდა.