ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-ამდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია. უწყების ცნობით, კლინიკის თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეთანხმების მისაღწევად კონსულტაციები გრძელდება. უწყება აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით და ღირსეული კომპენსაციით. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით, 15 მარტამდე გახანგრძლივდა. სამინისტრო განმარტავს, რომ აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟიც, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, ავარიულია.