“არ დაანგრიო რესპუბლიკური” - პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მედ-პერსონალის ნაწილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გამართა. პროტესტის მონაწილეები ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავენ და უცვლელ მოთხოვნას აჟღერებენ, რომ გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება საავადმყოფოს დანგრევასა და კოლექტივის დაშლასთან დაკავშირებით. მედ პერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც აღნიანულია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კონპენსაციების გაცემა დაიწყო. მათთვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული პირობები ისევ მიუღებელია.