ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია თემაზე „შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ გაიმართა - Palitra News

ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია თემაზე „შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ გაიმართა

2024-02-11 12:04:44+04:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში კონფერენცია თემაზე „შესაძლებლობები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სოფლის მეურნეობაში“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ფერმერი მეწარმეებისთვის იმ მიზნობრივი პროგრამების გაცნობა იყო, რომლითაც სარგებლობა სოფლის მეურნეობის წარმოებაში ფერმერებს შეუძლიათ.