მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეცნიერი ქალები დაჯილდოვდნენ . ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანაორგანიზებით გაიმართა. 11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება.