ევროკომისიის მიერ გაცემული 9 რეკომენდაცია და მოახლოებული არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება. ეს ის საკითხებია, რომელზეც ოპოზიციური პარტიები ქვეყნის პრეზიდნეტთან ერთად ორბელიანების სასახლეში მსჯელობენ. ხელისუფლების ოპონენტები ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის კონტექსტში პოლიტიკური პარტიების ერთიანობა მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე კონსულტაციების პერსპექტივას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილს პოლიტიკური გეგმები აქვს და შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება.