რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. როგორც „პალიტრა ნიუსისთვის გახდა ცნობილი, დაკავებული პირი 21-წლამდეა და მასთან ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში მოსანახულებლად ახლა შედის. არსებული ინფორმაციით, იარაღი, საიდანაც გუშინ გასროლა განხორციელდა, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო. რაც შეეხება დაჭრილ 26 წლის მამაკაცს, კლინიკის ინფორმაციით მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კლინიკა „რუსთავში“ მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით ჰქონდა მიყენებული.