პრემიერი ქედაშიც იმყოფებოდა - მან, გარდაცვლილი პოლიციელის, თემურ ბარამიძის ოჯახს მიუსამძიმრა - Palitra News

პრემიერი ქედაშიც იმყოფებოდა - მან, გარდაცვლილი პოლიციელის, თემურ ბარამიძის ოჯახს მიუსამძიმრა

2024-02-10 19:14:51+04:00

პრემიერი იმყოფებოდა ქედაშიც. პრემიერი გარდაცვლილი პოლიციელის, თემურ ბარამიძის ოჯახში მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.