ხობის მუნიციპალიტეტის ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

ხობის მუნიციპალიტეტის ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2024-02-10 18:13:08+04:00

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მგზავრი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მმომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.