ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 28 064-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობა კი 67 611-მდე გაიზარდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 117 ადამიანი დაიღუპა.