ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, ორი გორდინმა, ჩრდილოეთის ევაკუირებული თემების მერებთან და საკრებულოს ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისრაელის არმია ქვეყნის ჩრდილოეთით ომის გაფართოებისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლისთვის მზადებას აგრძელებს. შეხვედრაზე ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული უსაფრთხოების ვითარება განიხილეს. გორდინმა ადგილობრივ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ სამხედროების მიზანი ჩრდილოეთში უსაფრთხოების ვითარების ისე შეცვლაა, რომ მოსახლეობას შინ უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მიეცეს. ისრაელის მედია წერს, რომ 8 ოქტომბრიდან ლიბანში მოქმედი „ჰეზბოლა“რაკეტებს და უპილოტო თვითმფრინავებს ისრაელის ჩრდილოეთ თემების მიმართულებით თითქმის ყოველდღიურად უშვებს. შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთ თემებიდან დაახლოებით 80 ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილდა.